პორტფოლიო


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი- ეკატერინე ერგემლიძე
 კლასი -IX კლასი
 საგანი -ისტორია
სწავლების საფეხური-საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა-28 (სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა - „გიორგი ბრწყინვალე. საქართველოს ერთიანობის აღდგენა“
 სასწავლო მიზნები:
მოსწავლემ შეძლებს გამოყოს და გაანალიზოს, რა გავლენას ახდენდა  საგარეო და საშინაო ფაქტორები ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე;
იმსჯელებს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში;
შეძლებს  საქართველოს ისტორიული   საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობის დახასიათებას,
 გააკეთებს დასკვნებს. 
 კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ისტ.IX.5. მოსწავლემ შეძლოს გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე;
 ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.
სასწავლო რესურსები სახელმძღვანელო-IX კლ ნ. ასათიანი, მ ლორთქიფანიძე, ფლივჩარტები, ვიდეო მასალა, სლაიდშოუ.
დრო 40წთ
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის მონღოლთა ბატონობა საქართველოში.
  შეფასება: გაკვეთილის შეფასება ხდება   შესაბამისი კრიტერიუმებით, როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი შეფასებით.(დანართი 1)


აქტივობა N1. საორგანიზაციო საკითხები
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისთვის გაკვეთილის  თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
დრო: 1 წთ.
აქტივობა N2 წინარე ცოდნის გააქტიურება
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი  კლასი
დრო (5 წთ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაიხსენონ როდის დაიპყრეს მონღოლებმა საქართველო,ვინ იყო საქართველოს მეფე, რამ შეუწყო ხელი მანღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობას.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით.
  1. როდის დაიპყრეს მონღოლებმა  საქართველო?
  2. რა მიზეზებმა განაპირობა, რამ შეუწყო ხელი მონღოლთა მიერ საქართველოს  დაპყრობას?
  3. დაახასიათეთ მონღოლთა ბატონობის ხასიათი?
  4. იმსჯელეთ მონღოლთა მიერ ჩატარებული აღწერისა  და მიღებული შედეგების შესახებ.
  5. გაიხსენეთ XIII ს-ის ბოლოს ვის ეკავა საქართველოს სამეფო ტახტი.
 მოსწავლეები გამოცდილებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე გასცემენ პასუხებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა N3 ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ ინფორმაციას გიორგი V-ის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.
კლასის ორგანიზების ფორმა : მთელ კლასთან
დრო (5 წთ)
საჭირო რესურსები: სლაიდი N1 „ გიორგი ბრწყინვალე“
 მასწავლებელ აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას XIV  ს-ის დამდეგის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ:  მოუთხრობს გიორგი მე-5-ის გამეფებაზე; იმაზე, რომ 1299  გიორგი თანამეფედ  დაუსვეს დავითს და ვახტანგს. 1318 წელს გიორგი V მარტო აღმოჩნდა  სამეფო ტახტაზე დავითისა და ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ. 

აქტივობა N4 ვიდეოფილმის ჩვენება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ ინფორმაციას, გიორგი მე-5 ის ბიოგრაფიის  შესახებ,იმსჯელებენ პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში;


კლასის ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან
დრო 5 წთ

საჭირო რესურსები: ვიდეოფილმი „გიორგი ბრწყინვალე“

https://www.youtube.com/watch?v=XWVd_libwCI

აქტივობის აღწერა:   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს:
·         ნახონ ვიდეოფილმი
·         ჩაინიშნონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და უპასუხონ კითხვებს
·         მასწავლებელი ფლივჩარტზე აფიქსირებს მოსწავლეთა პასუხებს.


აქტივობა N5  სახელმძღვანელოდან წყაროზე მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაანალიზებენ წყაროს.
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან
დრო 3 წთ
აქტივობის აღწერა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს: გაეცნონ წყარო 2-ს  (მაჰმადიანი მფლოებელები გიორგი მეფის შესახებ)  და უპასუხონ შეკითხვებს:
  1. რით იყო გამოწვეული მაჰმადიან მბრძანებელთა ასეთი მაღალფარდაოვანი მიმართვა გიორგი მე-5-ის მიმართ?
  2. რა საერთოა მოცემულ  ინფორმაციასა და  ფილმში გადმოცემულ გიორგის მეფის შეფასებას შორის?
  3. რამ განაპირობა მთიულებისთვის ცალკე სამართლის წიგნის შემოღება?
  4. რამდენად სამართლიანი, კანონიერი  შეიძლებოდა ყოფილიყო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები?


აქტივობა N6  სახელმძღვანელოდან წყაროზე მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაანალიზებენ წყაროს.
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან
დრო: 5 წთ
აქტივობის აღწერა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს: გაეცნონ წყარო 1-ს (ნაწყვეტი „ძეგლისდებიდან“)  და უპასუხონ შეკითხვებს:
1.      რაზეა საუბარი წყაროში?
2.      ვისთან ერთად განიხილავს მეფე სამართლის საკითხებს?
3.      რამ განაპირობა მთიელებისთვის ცალკე სამართლის წიგნის შემოღება?
4.      რა  საერთო საქვეყნო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა მოცემულ სამართლის წიგნს? 
5.      რა დამატებით ინფორმაციას გვაძლევს გიორგი მეფის პიროვნების შესახებ არსებული წყარო?


აქტივობა N7 ვიდეოფილმის ჩვენება

აქტივობის მაზანი: მოსწავლეები ნახავენ გაერთიანებული ქვეყნის რუკას და იმსჯელებენ საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობის შესახებ.
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან
დრო: 3 წთ
საქართველო ბოლო ათასი წელი  https://www.youtube.com/watch?v=0QFojsaexI8
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს: ნახონ  ვიდეომასალა 2  „საქართველოს ისტორიული საზღრების ცვლილების შესახებ“  და მიღებული ინფორმაცია დააკავშირონ უკვე მიღებულ ცონასთან.
მოსწავლეები  პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმლ შეკითხვებს.
1.      მოცემული ფილმის საფუძველზე შეაფასეთ გიორგი  მეფის მოღვაწეობა, მისი მეფომის მნიშვნელობა.
2.      დააკავშირეთ ფილმიდან მიღებული ინფორმაცია გიორგი მეფის შესახებ ადრე მიღებულ ცოდნასთან  - რამდენად სანდოა ნარატიული  მასალები XIV საუკუნის საქართველოს ვითარების შესასწავლად და კონკრეტულად გიორგი მე-5 ბრწყინვალის ეპოქის შესაფასებლად?


აქტივობა N8 გასასვლელი ბარათები

აქტივობის მიზანი: მასწავლებელი გასასვლელი ბილეთების საშუალებით გაიგებს როგორ აითვისეს ახალი მასალა მოსწავლეებმა.
კლასის ორგანიზების ფორმა წყვილებში
დრო: (3 წთ)
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ გასასვლელ ბარათებზე არსებული კოგნიტური სქემები:
მოსწავლეები ავსებენ გასასავლელ ბარათებს და ტოვებენ მასწვლებლის მაგიდაზე.
მასწავლებელი იმავდროულად დაფაზე წერს საშინაო დავალებას და მოუწოდებს მოსწავლეებს ჩაინიშნონ რვეულებში.
 წერილობით დაახასიათე გიორგი მე-5-ის პოლიტიკა მონღოლების მიმართ.
აქტივობა  N9 შეფასება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა  შეფასება
დრო: (3 წთ)
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებით ასევე განმავითარებელი შეფასებით.








   დანართი N1       

                                 გასასვლელი ბარათი

  „რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პოლიტიკურმა ფიგურამ სახელმწიფოს ბედზე?“


 








 „გიორგი ბწწყინვალე“


 








შეფასების კრიტერიუმები: ჰოლისტური

9-10= დავალების მოთხოვნებს პასუხობს სრულად, მკაფიოდ და თანმიმდევრულად გადმოცემს აზრს, ლექსიკა გამართულია, შეცდომების რაოდენობა უმნშვნელოა;
7-8= დავალების მოთხოვნებს   პასუხობს  ნაწილობრივ, აზრი მკაფიოდ და თანმიმდევრულად ნაწილობრივადაა გადმოცემული, ლექსიკა ნაწილობრივაა გამართული, შეცდომების რაოდენობა უმნშვნელოა;
5-6= დავალების მოთხოვნებს პასუხობ მცირედ,  აზრის  გაგება ჭირს,   ლექსიკა  გაუმართავია,  შეცდომების რაოდენობა მნიშვნელოვანია;
3-4= მოსწავლე ვერ პასუხობს, ვერ ასრულებს  მიცემულ დავალებას.

No comments:

Post a Comment